FAQ

პროფესიული განათლების სისტემის ინსტიტუციური შეფასება

15 მაისი 2015

ევროკავშირის დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმების ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში ხორციელდება პროფესიული განათლების სისტემის ინსტიტუციური შეფასება ევროპის განათლების ფონდის მეთოდოლოგიის მიხედვით. აღნიშნული შეფასება ითვალისწინებს როგორც ინსტიტუციური, ასევე ინდივიდუალური შესაძლებლობების ანალიზს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში.

კვლევაში, როგორც ერთ-ერთი ძირითადი აქტიორი, ჩართულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიც. შეფასების ფარგლებში, მიმდინარე წლის 15 მაისს განხორციელდა ინტერვიუ ცენტრის დირექტორის მოადგილესთან, ქალბატონ თამარ მახარაშვილთან, ასევე გაიმართა ფოკუს-ჯგუფის შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, სადაც ევროკავშირის პროექტის წარმომადგენლებმა და ცენტრის თანამშრომლებმა ერთობლივად მოახდინეს პროფესიული განათლების სისტემური შეფასება.

ფოკუს-ჯგუფებში მუშაობა და ინტერვიუები პროფესიული განათლების ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან გაგრძელდება მაისის ბოლომდე და დასრულდება ვალიდაციის სემინარით, სადაც მხარეები ერთობლივად შეაჯამებენ ინსტიტუციური შეფასების მთავარ მიგნებებს და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ინსტიტუციური მოწყობისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების გაძლიერებასთან დაკავშირებით.

პროფესიული განათლების სისტემის ინსტიტუციური შეფასება