2025 წლის 15 ივლისი 14:00 საათი
დღის წესრიგი
1. შპს უნივერსიტეტ გეომედის „საექთნო საქმის" ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ჟურნალისტიკის" რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. შპს თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტ აიიუთის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (ქართული ენა და ლიტერატურა, სამოქალაქო განათლება, ისტორია, მათემატიკა, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ინგლისური ენა, გერმანული ენა, ქართული, როგორც, მეორე ენა, სპორტი) აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
4. შპს NEU ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (1. დაწყებითი საფეხური (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება - I-IV კლასები); 2. დაწყებითი საფეხური (I-VI კლასის) მათემატიკა; 3. ქართული, როგორც მეორე/უცხოური ენა (დაწყებითი-საბაზო-საშუალო საფეხური) აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
5. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის “მოდის დიზაინის” საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის განხილვა;
6. სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის “მოდის დიზაინის” სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის განხილვა;
7. სსიპ - აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის „საშემსრულებლო ხელოვნების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის განხილვა;
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით