სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საკოორდინაციო საბჭოს წევრები, მათ შორის უცხოელი წევრები და ცენტრის წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრაზე, ცენტრის წარმომადგენლებმა, საბჭოს წევრებს დეტალურად წარუდგინეს და მათთან ერთად განიხილეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) რეკომენდაციების საპასუხოდ დაგეგმილი ცვლილებები და ცენტრის 2026-2030 წლების სტრატეგიის პროექტი. საკოორდინაციო საბჭოს წევრებიდან მიღებული უკუკავშირი აისახა შესაბამის დოკუმენტებში. ასევე, გაიმართა დისკუსია ცენტრის სამომავლო განვითარების ძირითად გეგმებსა და პერსპექტივებზე.
უნდა აღინიშნოს, რომ საკოორდინაციო საბჭო, ცენტრის მართვისა და განვითარების პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი მმართველობითი ორგანოა, რომელიც შედგება სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ წარმოდგენილი 13 წევრისგან.