FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ!

19 მაისი 2015

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, მიმდინარე წლის 25 მაისს, 12:00 საათზე, ამავე ცენტრის განათლების დადასტურების სამსახურისა და რეესტრის სამმართველოს თანამშრომლები შეხვედრას გამართავენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
შეხვედრაზე განხილული იქნება:

• ქართულ და უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაცვლითი პროგრამის განხორციელებისა და კრედიტების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების შემთხვევაში ცენტრისაგან წინასწარი თანხმობის მიღების საკითხი;

• საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში გაცვლითი პროგრამების, მასში მონაწილე სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების ასახვასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები.