FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 15 ივლისი 2025

2025 წლის 22 ივლისი, 14:00 საათი

 

დღის წესრიგი:

  1.  შპს უნივერსიტეტი ,,ალტერბრიჯის ,,ფსიქოლოგიის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის გეგმური მონიტორინგის საკითხის განხილვა.

  2. შპს კავკასიის უნივერსიტეტის ,,კლინიკური ფსიქოლოგიის“ სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამის არაგეგმიური მონიტორინგის საკითხის განხილვა;

  3. შპს კავკასიის უნივერსიტეტის ,,ევროპისმცოდნეობის" საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამის არაგეგმიური მონიტორინგის საკითხის განხილვა;

  4. სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის “ადრეული ბავშვობა, განვითარება და განათლების” საბაკალავრო, “დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების (საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და სპეციალური მასწავლებლის არჩევითი მოდულებით)” მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, “განათლების ადმინისტრირების” სამაგისტრო, "განათლების მეცნიერების” სადოქტორო, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება - I-IV კლასები), "ზოგადი განათლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის მომზადების (ინგლისური ენა, გერმანული ენა, რუსული ენა, ქართული, როგორც მეორე ენა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, მუსიკა, კომპიუტერული ტექნოლოგიები)", "ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლის მომზადების (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, სამოქალაქო განათლება, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკა) და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.  

 

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.