2015 წლის 27 მაისს, 15:00 საათზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართება შეხვედრა, რომელზეც განსახილველად წარმოდგენილი იქნება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჯანდაცვის მენეჯმენტის პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორის, ქალბატონ ირინე ზარნაძის ინიციატივა-ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დანართ №4-ით განსაზღვრულ დარგის/სპეციალობის სვეტში „ჯანდაცვის ორგანიზაციისა“ და ქვედარგის/სპეციალიზაციის სვეტში „ჰოსპიტალური მენეჯმენტის“ დამატებების თაობაზე.
დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც გსურთ განხილვაში მონაწილეობის მიღება, გთხოვთ მომართოთ ცენტრს არაუგვიანეს 25 მაისისა შემდეგ ტელეფონებზე: 2200220 (3509); 577278843 ან მოგვწეროთ ელფოსტაზე - info@eqe.ge.