FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 18 ივლისი 2025

2025 წლის 25 ივლისი, 14:00 საათი

 

დღის წესრიგი

 

1.    შპს საქართველოს უნივერსიტეტის ,,განათლების ადმინისტრირების" სამაგისტრო, ,,განათლების ადმინისტრირების" ინგლისურენოვანი სამაგისტრო და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2.    შპს საქართველოს უნივერსიტეტის ,,ტურიზმის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა („ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენა);
3.    სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
4.    შპს თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტ "აიიუთი"- ის "სტომატოლოგიის" ინგლისურენოვანი ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
5.    სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის: (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი; მუსიკის მასწავლებელი) აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
6.    სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „საჯარო მმართველობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული გეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა.

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.  
 
 
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით