FAQ

სტანდარტული კლასიფიკატორის პროექტის განხილვა

20 მაისი 2015


20 მაისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრა ეძღვნებოდა განათლების სტრანდარტული კლასიფიკატორის პროექტის განხილვას ინჟინერიის მიმართულებით. შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო განათლების კლასიფიკატორის ინჟინერიის მიმართულების პრეზენტაციას, რომელიც თავის მხრივ მოიცავდა საერთაშორისო კლასიფიკატორებისა და საერთაშორისო სააკრედიტაციო სტანდარტების ანალიზს და მათ შესაბამისობას ადგილობრივ პრაქტიკასთან. შეხვედრის მეორე ნაწილში გაიმართა დისკუსია.

სტანდარტული კლასიფიკატორის პროექტის განხილვა