FAQ

5 აგვისტოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 29 ივლისი 2025

2025 წლის 5 აგვისტო, 14:00 საათი

დღის წესრიგი:


1. სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის "სკოლამდელი განათლების" საბაკალავრო, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო, "განათლების ადმინისტრირების" სამაგისტრო, "პროფესიული და უწყვეტი განათლების" სამაგისტრო, სპეციალური მასწავლებელის მომზადების, მასწავლებლის მომზადების (ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, ფრანგული ენა,  გერმანული ენა, რუსული ენა, ისტორია, სამოქალაქო განათლება) და მასწავლებლის მომზადების (მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, გეოგრაფია, ბიოლოგია, ფიზიკური აღზრდა და სპორტი, კომპიუტერული ტექნოლოგიები) საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;


2. სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის "დაწყებითი განათლების მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის", "მასწავლებლის მომზადების (ქართული ენა, ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); გეოგრაფია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ისტორია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ფიზიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ქიმია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); სამოქალაქო განათლება (საბაზო ან/და საშუალო საფეხური); ინგლისური ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური); გერმანული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური); რუსული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო საფეხური))" და "მასწავლებლის მომზადების (მათემატიკის სწავლების მეთოდიკის მოდული (I-VI); ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა (I-VI); ბუნებისმეტყველების სწავლების მეთოდიკა (I-VI); დაწყებითი საფეხურის ინტეგრირებული სწავლების მეთოდიკა (I-IV); კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლების მეთოდიკა; ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლების მეთოდიკა; უცხოური ენის სწავლების მეთოდიკა;)"  საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;


3. შპს კავკასიის უნივერსიტეტის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო და "განათლების პოლიტიკის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;

 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.

 
 
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით