FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 11 აგვისტო 2025

2025 წლის 18 აგვისტო 11:00 საათი 

 

დღის წესრიგი:

 

1. შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის "მედიცინის მეცნიერებების" და "საზოგადოებრივი ჯანდაცვის" ინგლისურენოვანი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა 

 

2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარების" ინგლისურენოვანი სამაგისტრო, "პროფესიული განათლების" ინგლისურენოვანი სადოქტორო და "განათლების მეცნიერებების" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 

 

 

3. (ა)იპ - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის "განათლების მეცნიერების" ინგლისურენოვან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;  

 

4. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ორგანიზაციის ტრანსფორმირებისა და კონსულტირების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 

 

5. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის "განათლების მეცნიერებების“ ერთობლივ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; 

 

 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.   
 
 
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით  

 

 

https://us02web.zoom.us/j/85133855674?pwd=zEaZvtN9DT9kHwFkyytzerAOmFheSN.1 

Meeting ID: 851 3385 5674 

Passcode: 281453