FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით შეიქმნა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ისტორიის ამსახველი ელექტრონული პლათფორმა

12 აგვისტო 2025

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო სერვისების განვითარების სამსახურის ორგანიზებით შეიქმნა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ისტორიის ამსახველი ელექტრონული პლათფორმა, სადაც ქართულ და ინგლისურ ენებზე მოცემულია მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლიცენზირების, ინსტიტუციური აკრედიტაციის და ავტორიზაციის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

 

აღსანიშნავია, რომ ყველა დაინტერესებულ პირს, საძიებო სისტემაში საჭირო ველების ქართულ ან ინგლისურ ენებზე შევსების შემდგომ, დაწესებულების დაარსებიდან დღემდე შესაძლებლობა მიეცემა მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია კონკრეტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდების, ლიცენზირების, ინსტიტუციური აკრედიტაციის და ავტორიზაციის ვადების შესახებ.

 

. ვრცლად ეწვით ბმულს: https://reestri.eqe.ge/ka/search

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით შეიქმნა საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ისტორიის ამსახველი ელექტრონული პლათფორმა