გაცნობებთ, რომ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების სერვისებზე, ფიზიკური პირების (საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები) მხრიდან საგრძნობლად გაზრდილია მომართვიანობა.
იმისათვის, რომ ფიზიკურ პირებს არ მოუწიოთ საგანმანათლებლო დოკუმენტების შემოსატანად ხანგრძლივი დროით რიგში დგომა, მიმდინარე წლის 25 აგვისტოდან, ცენტრში ამოქმედდება ვიზიტის წინასწარი ჯავშნის სისტემა.
აღსანიშნავია, რომ ფიზიკურ პირებს წინასწარი ჯავშნის გარეშეც შეეძლებათ ცენტრში განცხადებების შემოტანა.
ვიზიტის დასაჯავშნად შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://booking.eqe.ge/
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცენტრის ცხელ ხაზზე: 2 02 21 21