2013 წელს (ივლისი-დეკემბერი) საქართველო ბოლონიის პროცესის განხორციელების ჯგუფის (BFUG) თანათავმჯდომარე ქვეყანაა. სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს თანათავმჯდომარეობის ფარგლებში 2013 წლის 20 დეკემბერს სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში’’ მართავს კონფერენციას თემაზე:
,,განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ხედვა’’
კონფერენციის პირველი ნაწილი დაეთმობა ხარისხის უზრუნველყოფის შიდა და გარე მექანიზმების განხილვას, ხოლო მეორე ნაწილი - ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს განვითარების საკითხებს.
კონფერენციაზე მოწვეული არიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.
კონფერენციას გახსნის გიორგი შარვაშიძე - განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. ძირითადი მომხსენებლები კი იქნებიან: ელენე ჯიბლაძე - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი და ლალი ბაქრაძე - ტემპუსის უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტი (HERE – TEMPUS).
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და განათლების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს გთხოვთ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად (მაქსიმუმ ორი წარმომადგენელი) ამა წლის 16 დეკემბრის ჩათვლით მოგვმართოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: bfug@eqe.ge.