განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 2025 წლის 27 აგვისტოს, 12:00 საათზე, ონლაინ ფორმატში გაიმართა განათლების დარგობრივი საბჭოს სხდომა.
სხდომის დღის წესრიგის ფარგლებში საბჭომ განიხილა და შესაბამის დოკუმენტში ასახა სახალხო დამცველის 2024 წლის რეკომენდაციები განათლების დარგობრივი მახასიათებლების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.