2025 წლის 08 სექტემბერი 14 :00 საათი
დღის წესრიგი:
1. შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი, ბათუმის "საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანდაცვის პოლიტიკის" სამაგსიტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის "ჯანმრთელობის ხელშეწყობის, ჯანმრთელობითი განათლების" სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა
3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის - "ტურიზმის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში
4. სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
5. სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
6. შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის "ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები)" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა
7. შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის "ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი)" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით