FAQ

10 სექტემბრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 3 სექტემბერი 2025

2025 წლის 10 სექტემბერი 11:00 საათი

 

დღის წესრიგი

1. ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში განხორციელებული არაგეგმური მონიტორინგის შედეგების განხილვა (ბრძანება 320481, 23/03/2025)

2. ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტში განხორციელებული არაგეგმური მონიტორინგის შედეგების განხილვა (ბრძანება 73118, 23/03/2025)

3. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ჟურნალისტიკის" რუსულენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმური მონიტორინგის შედეგების განხილვა

 

 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.  

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.