FAQ

12 სექტემბერის საგანმანანთლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 5 სექტემბერი 2025

2025 წლის 12 სექტემბერი 14:00 საათი

Დღის წესრიგი:


1.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ეროვნული უსაფრთხოება, დემოგრაფიული პოლიტიკა და მიგრაციების" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი საბჭოს რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის საკითხის  განხილვა;
2.    შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ,,ამერიკისმცოდნეობის" ინგლისურენოვან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა („ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის  პროცესი);
3.    შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ,,ამერიკისმცოდნეობის" ინგლისურენოვან საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა („ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის  პროცესი);
4.    შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ,,ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობების" ინგლისურენოვან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა („ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის  პროცესი);
5.    შპს საქართველოს უნივერსიტეტის ,,სტრატეგიული კომუნიკაციების" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა („ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის  პროცესი);
6.    Სსიპ -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “კონფლიქტოლოგიის” სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე საბჭოს რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის საკითხის  განხილვა.

 


საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.  
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.