2025 წლის 30 სექტემბერი 14:00 საათი
Დღის წესრიგი:
1. სსიპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის "დიპლომირებული მედიკოსის" ამერიკულ ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის გაზრდის საკითხის განხილვა.
2. ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტის და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (Northern Kentuky University) "კიბერუსაფრთხოების" ერთობლივი ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
Join Zoom Meeting
https://us02web.zoom.us/j/86103247422?pwd=tnaqTsUsz7Xr1vf7vXGVJ0IK1IHSwO.1
Meeting ID: 861 0324 7422
Passcode: 398043
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით