FAQ

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი Erasmus+ პროექტში მონაწილეობს

25 სექტემბერი 2025

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აქტიურად მონაწილეობს Erasmus+ პროექტში ETHICS - Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities / კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში. პროექტის განხორციელების პერიოდია 2023-2027 წლები.

2025 წლის ივნისში, პროექტის ფარგლებში, ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვივნენ, სადაც განიხილეს კვლევის ეთიკის კომიტეტების ფორმირების პროცესი და სამოქმედო გეგმების მონახაზები. ამავე წლის სექტემბერში კი ცენტრის თანამშრომლები მივლინებულ იქნენ ბრნოში (ჩეხეთის რესპუბლიკა) მასარიკის უნივერსიტეტში, სადაც იმსჯელეს ეთიკის ოფიცრების როლის გაძლიერებაზე, პოლიტიკის დოკუმენტების შექმნასა და პასუხისმგებლობით განხორციელებული სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიაზე.

ვიზიტების დროს ცენტრმა წარადგინა პროექტის ფარგლებში მომზადებული სახელმძღვანელოები და ჩარჩო დოკუმენტები, რომელიც გამოყენებული იქნება სადოქტორო პროგრამების შეფასების პროცესში. 

შეხვედრებზე განისაზღვრა ცენტრის მომდევნო აქტივობების მასშტაბები და ვადები, აგრეთვე გაწერილ იქნა თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები.

პროექტის მიზანია, საქართველოს უნივერსიტეტებში ჩამოყალიბდეს კვლევის კეთილსინდისიერებისა და ეთიკის სტანდარტები, რომლებიც ეფუძნება სამართლიანობას, გამჭვირვალობასა და პასუხისმგებლობას. ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა უზრუნველყოს უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება და სამეცნიერო გარემოს კეთილსინდისიერებაზე დაფუძნებული განვითარება.

სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი   Erasmus+ პროექტში მონაწილეობს