FAQ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე პორტუგალიის უმაღლესი განათლების სახელმწიფო მდივანს, ჰოსე ფერეირა გომესს შეხვდა

29 მაისი 2015

ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მინისტერიალის კონფერენციასა და რიგით მეოთხე ბოლონიის პოლიტიკის ფორუმის ფარგლებში, 14 მაისს, ორმხრივი შეხვედრა გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის გიორგი შარვაშიძესა და პორტუგალიის უმაღლესი განათლების სახელმწიფო მდივანს ჰოსე ფერეირა გომესს შორის. 

შეხვედრაზე დელეგაციის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს უმაღლესი განათლების სფეროში არსებულ სიტუაციასა და გამოწვევებზე. ბატონ ფერეირას გააცნეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობა. ბატონმა გიორგი შარვაშიძემ ხაზი გაუსვა საქართველოში მეცნიერებისა და კვლევების განვითარებისათვის შედეგზე ორიენტირებული სამეცნიერო გრანტების მნიშვნელობასა და ამ მიზნით, სამეცნიერო პროექტების შერჩევის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის აუცილებლობას. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ იგეგმება განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ინტერნაციონალიზაცია. 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაცვლიან ინფორმაციასა და პორტუგალიელი ექსპერტები ჩაერთვებიან საქართველოში სამეცნიერო ეროვნული რეესტრის მომზადების პროცესში.