FAQ

ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესი გრძელდება

2 ოქტომბერი 2025

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, პროექტის „საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირების და თვითსერტიფიცირების პროცესების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (GEOREF)“ ფარგლებში,  მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, საერთაშორისო ექსპერტებთან მესამე კვარტალური შეხვედრა გაიმართა. 
შეხვედრა მიზნად ისახავდა ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესის ფარგლებში მიმდინარე პროგრესის შესახებ პროექტში ჩართული საერთაშორისო ექსპერტების ინფორმირებას, მათგან უკუკავშირის მიღებასა და შემდგომი აქტივობების დაგეგმვას.    


შეხვედრის ფარგლებში პროექტის გუნდმა და  ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს თვითსერტიფიცირებისა და რეფერენსირების პროცესის განხორციელების მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა  დადებითი უკუკავშირი მიიღო უცხოელი ექსპერტებისაგან   „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების ანგარიშების საერთაშორისო ანალიზის დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც პროექტის ფარგლებში შემუშავდა. აღინიშნა, რომ ეს საერთაშორისო სივრცეში რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების ანგარიშებიდან საუკეთესო პრაქტიკების კვლევისა და ამგვარი ანალიზის დოკუმენტის შემუშავების პირველი პრეცენდენტია.  


შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს სწავლის შედეგების თემაზე გამართული მე-2 ურთიერთსწავლების აქტივობის შედეგები და შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი რეკომენდაციები;  ასევე განიხილეს   „EQF-თან რეფერენსირებისა და QF-EHEA- სთან თვითსერტიფიცირების კონტექსტში არაფორმალური განათლების ვალიდაციის" თემაზე 2026 წლის თებერვალში დაგეგმილი რიგით მე-3 ურთიერთსწავლების აქტივობის (PLA)  ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები.


სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა აღნიშნული პროექტი ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოებთან ჰარმონიზაციის მიზნით დაიწყო, რაც გულისხმობს ევროპულ მეტა-ჩარჩოებთან (EQF-LLL, QF-EHEA) საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესს. 


პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს ჰარმონიზებასა და შესაბამისობის დადგენას მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (EQF-LLL) და ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის კვალიფიკაციების ჩარჩოსთან (QF-EHEA). 


აღნიშნული პროცესი ასევე უზრუნველყოფს საქართველოში არსებული კვალიფიკაციების თავსებადობის დადგენას ევროპულ კვალიფიკაციებთან, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო დონეზე.

ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესი გრძელდება