ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის მინისტერიალის კონფერენციასა და რიგით მეოთხე ბოლონიის პოლიტიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი შარვაშიძე ბელორუსიის რესპუბლიკის განათლების მინისტრს მიხაილ ჟურავკოვს შეხვდა. ქართულმა მხარემ მხარი დაუჭირა ბელორუსიის რესპუბლიკის ბოლონიის პროცესში გაწევრიანებას. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის ინტენსიფიკაციაზე სამეცნიერო და გაცვლითი პროგრამების კუთხით.