FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა თანამშრომელთა საერთაშორისო მობილობის კვირეულში მიიღეს მონაწილეობა

7 ოქტომბერი 2025

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, შვედეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (UKA) მიერ ორგანიზებული, თანამშრომელთა საერთაშორისო მობილობის კვირეული გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს.

 

მონაწილეებმა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს როგორებიცაა: ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმები, თემატური ანალიზი და ცოდნაზე დაფუძნებული მიდგომა, ხელოვნური ინტელექტის როლი განათლებაში, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომა და სტრატეგიული განვითარება, ტრანსნაციონალური ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები.

 

მომხსენებლების მიერ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამ ძირითად საკითხზე – უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე შეფასებაზე, ორგანიზაციის დამოუკიდებლობასა და თემატურ ანალიზებზე.

 

კვირეულის ფარგლებში ასევე განიხილეს საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და შვედეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების პერსპექტივა, რაც ხელს შეუწყობს ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების დახვეწასა და გაუმჯობესებას.

 

საერთაშორისო კვირეულში საქართველოსთან ერთად, შვედეთის, საფრანგეთის, ნიდერლანდების, ლიტვის, უკრაინის, მოლდოვისა და სლოვაკეთის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების 15 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  წარმომადგენლებმა  თანამშრომელთა საერთაშორისო მობილობის კვირეულში მიიღეს მონაწილეობა