FAQ

ცენტრში სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 11 ახალგაზრდა გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას

9 ოქტომბერი 2025

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა მარგიშვილი და დირექტორის მოადგილე ქეთევან კობახიძე იმ ახალგაზრდებს შეხვდნენ, რომლებიც ცენტრში 3 თვის განმავლობაში ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ცენტრის წარმომადგენლებმა სტაჟიორების მოსაზრებები მოისმინეს, მათ შეკითხვებს უპასუხეს და სტაჟირების პროცესის წარმატებით გავლა უსურვეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 2025 წლის სექტემბრიდან, საჯარო დაწესებულებებში გამოცხადდა ანაზღაურებადი სტაჟირების 3-თვიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 11 სტრუქტურულ ერთეულში, 17 ვაკანტურ ადგილზე, სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსში მონაწილეობის მიზნით, 606 კანდიდატის განაცხადი შემოვიდა. კანდიდატებთან გასაუბრების შედეგად 11 სტაჟირების მსურველი ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებში 3 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.

ცენტრში სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 11 ახალგაზრდა გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას