პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში პროფესიის ანალიზის განმახორციელებელ და მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაზე მომუშავე ჯგუფების ფასილიტატორთა ტრენინგები დაიწყო.
„პროგრამის წარმატებული მუშაობის პერიოდში დაიხვეწა მეთოდოლოგია, სამუშაო ფორმები, უკვე შეიძლება ითქვას, რომ თუ ორი წლის წინ ეს სიახლეს წარმოადგენდა, დღეს სისტემას პროფესიათა ანალიზისა და მოდულური პროგრამების შექმნაში ბევრი გამოცდილი ექსპერტ-ფასილიტატორი ჰყავს. პროცესის წარმატების კიდევ ერთი საწინდარი დარგობრივ შეხვედრებზე დამსაქმებელთა განსაკუთრებული აქტიურობაა. წელს უკვე ოცზე მეტი დარგობრივი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ათობით ახალი კვლიფიკაციის ინიცირება მოხდა დამსაქმებელთა მხრიდან“- აცხადებს პროგრამის მენეჯერი კახაბერ ერაძე.
პროფესიული განათლების რეფორმის 2013-2020 წლების სტრატეგიის ფარგლებში, მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმით 100 პროფესიული სტანდარტის გადამუშავება ან ახლის ინიცირება და 100 მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის შექმნაა დაგეგმილი.