FAQ

სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს X სხდომა გაიმართება

10 ოქტომბერი 2025

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, 15:00 საათზე, გაიმართება სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს X სხდომა.

სხდომის ფარგლებში საბჭო იმსჯელებს სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტზე.

სხდომა ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში.

  • ფიზიკური დასწრების შემთხვევაში გთხოვთ, მობრძანდეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, მე-4 სართულის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: მერაბ ალექსიძის ქუჩა, მეორე შესახვევი N2).

  • დისტანციური ჩართვისთვის გამოიყენეთ შემდეგი ბმული:
    🔗 https://us02web.zoom.us/j/89603724065?pwd=bZa6PoFk7UEWuALFScJxNZn77xbHRu.1