FAQ

17 ოქტომბრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 10 ოქტომბერი 2025

17 ოქტომბერი 2025 წელი 14:00 საათი

 

დღის წესრიგი

 

 

  1. შპს Საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს "მასობრივი კომუნიკაციის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა („ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის  პროცესი);

  2. Შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის "მარკეტინგის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა („ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის დადგენის  პროცესი);

  3. Სსიპ - სოხუმის სახემწიფო უნივერსიტეტის "ეკონომიკის" სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი საბჭოს რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის საკითხის  განხილვა;

  4. Სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მასობრივი კომუნიკაციის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი საბჭოს რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის საკითხის  განხილვა;  

  5. Შპს ბრიტანული უნივერსიტეტის "ბიზნესის და მენეჯმენტის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე წარმოდგენილი საბჭოს რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის საკითხის  განხილვა;  

  6. Ა(ა)იპ -  ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის "საერთაშორისო ურთიერთობების" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამასთან მიმართებით წარმოდგენილი საჩივრის განხილვა;

 

 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.  
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით