FAQ

21 ოქტომბრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 13 ოქტომბერი 2025

21 ოქტომბერი 2025 წელი 14:00 საათი 

 

დღის წესრიგი

 

1. შპს სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია;

 

2. შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ,,მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული მარკეტინგის" სამაგისტრო და „ციფრული მარკეტინგის“ სამაგისტრო (EMBA) საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხი.

 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.  

 

 

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით