საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სარეკომენდაციო ხასიათის, არაფორმალური განათლების აღიარების მარეგულირებელი დოკუმენტის შექმნის თაობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს ერთი კვირის ვადაში წარმოუდგენენ წინადადებებს, რომლებსაც ცენტრის წარმომადგენლები არაფორმალური განათლების აღიარების მარეგულირებელი სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტის პროექტზე მუშაობისას გამოიყენებენ. კონსულტაციების შემდეგ საბოლოო რეკომენდაციები შემუშავდება.