FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა ბუდაპეშტში ერაზმუს+ -ის პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილოება

29 ოქტომბერი 2025

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა, ბუდაპეშტში, ერაზმუს+-ის პროექტის - PROFFORMANCE+ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

 

ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა პროექტით გათვალისწინებული აქტივობების შეჯამება და მის ფარგლებში შემოთავაზებული უმაღლესი განათლების წარმომადგენლების უწყვეტი განვითარების ციკლის სიმულაცია.

 

ღონისძიების მონაწილეები ჩაერთნენ პრაქტიკულ აქტივობებში, ისეთები როგორიცაა - სწავლების კომპეტენციების შეფასება, PROFFORMANCE+ -ის ფარგლებში შემუშავებული შეფასების ინსტრუმენტისა (PAT) და რესურსების გამოყენებით.

 

პროექტი ოთხ ძირითად პრიორიტეტს ითვალისწინებდა - ინკლუზიას, დიგიტალიზაციას, მდგრად განვითარებასა და ინტერნაციონალიზაციას, რომლის ფარგლებში მუშაობა მიმდინარეობდა ეროვნულ, ინსტიტუციურ, სტუდენტურ და ინდივიდუალურ დონეზე ფორმირებული სამუშაო ჯგუფების ფორმატში.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები.

 

ღონისძიების ფარგლებში, სწავლების წარმატებული პრაქტიკის დემონსტრირებისთვის დაჯილდოვდნენ სსიპ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და შპს საერთაშორისო შავი ზღვის უნივერსიტეტის (IBSU) წარმომადგენლები, რომლებმაც 2024-2025 წლებში გამოცხადებულ სწავლა-სწავლების საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვეს.

 

ერაზმუს+ -ის პროექტი - PROFFORMANCE+, ევროკავშირის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის შემაჯამებელ ღონისძიებას 14 ქვეყნის 90 წარმომადგენელი დაესწრო.

 

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://profformance.eu/…/from-vision-to-action…

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა  ბუდაპეშტში ერაზმუს+ -ის პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილოება