FAQ

05 დეკემბრის  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის საბჭო

განცხადების ატვირთვის თარიღი: 28 ნოემბერი 2025

2025 წლის 05 დეკემბერი, 14:00 საათი
 
დღის წესრიგი:

 

1. ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის "ლანდშაფტის მენეჯმენტის, საპარკო და სატყეო საქმის" საბაკალავრო, ,,ლანდშაფტის მენეჯმენტის და სატყეო საქმის" სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. შპს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის "ვიზუალური ხელოვნების" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა; 
3. სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის "მხატვრული მინის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის  აკრედიტაციის პირობების შესრულების გეგმური მონიტორინგის საკითხის განხილვა;
4. სსიპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის "მხატვრული მინის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის  აკრედიტაციის პირობების შესრულების გეგმური მონიტორინგის საკითხის განხილვა;
5. შპს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ  სეუს ,,ბიზნეს ანალიტიკის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის განხილვა;
6. შპს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუს "ფინანსური ტექნოლოგიების" ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის განხილვა;
7. შპს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუს "ფინანსური ტექნოლოგიების" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის განხილვა;
8. შპს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ  სეუს "საბანკო საქმის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე აკრედიტაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის განხილვა.

 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით

https://us02web.zoom.us/j/81044856237?pwd=at8ULUBJx4cgax1XQQLwZfFMRvh7Ca.1

Meeting ID: 810 4485 6237
Passcode: 914256