2025 წლის 9 დეკემბერი, 14:00 საათი
1. შპს ევროპის უნივერსიტეტის "ვეტერინარიის" ინგლისურენოვანი ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2. შპს ევროპის უნივერსიტეტის "ვეტერინარიის" ქართულენოვანი ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. შპს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ,,კომპიუტერული მეცნიერება და მათემატიკის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
4. სსიპ - ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის „ხელოვნების ისტორია და თეორიის (ხელოვნებათმცოდნეობა) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისთვის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
5. სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის "აუდიოვიზუალური რეჟისურა (მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური, ხმის, ტელე)" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამისთვის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
6. სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის "აუდიოვიზუალური ხელოვნების" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამისთვის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
7. სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის “ქართული ხალხური და საეკლესიო გუნდის დირიჟორი (ლოტბარი/რეგენტი) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამისთვის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.