FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა SICI-ის გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილოება

4 დეკემბერი 2025

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ქეთევან კობახიძემ და ცენტრის დაგეგმვის, კვლევის და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის თანამშრომელმა მარი მგელაძემ, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ჰააგაში, ევროპის განათლების ეროვნული და რეგიონული ინსპექტორიატების ასოციაციის (SICI) ორგანიზებით გამართულ გენერალურ ასამბლეაში მიიღეს მონაწილეობა.  

გენერალური ასამბლეის მონაწილეებს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა გააცნეს საქართველოში ჩატარებული SICI-ის 2025 წლის  რიგით მეორე სემინარის ფარგლებში, ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მიღწეული შედეგები, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით.  

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს SICI-ის სტრატეგიული გეგმა და მომდევნო წლისთვის დაგეგმილი აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს SICI-ის წევრი ორგანიზაციების მჭიდრო ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.  

გენერალურ ასამბლეაში 30-მდე ქვეყნის 100 მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ შორის,  განათლების სფეროს წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 2022 წელს ევროპის განათლების ეროვნული და რეგიონული ინსპექტორიატების ასოციაციის (SICI)  წევრი გახდა.

აღნიშნული ორგანიზაციის წევრობა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია ზოგადი განათლების ინტერნაციონალიზაციის, გარე შეფასებასთან დაკავშირებით საქართველოსთვის საინტერესო კვლევებში ჩართვის, გარე შეფასების სფეროში მოწინავე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიმართულებებით.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა SICI-ის  გენერალურ ასამბლეაში მიიღო მონაწილოება