FAQ

მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაში ჩართულ სპეციალისტებს სერტიფიკატები გადაეცათ

4 ივნისი 2015


3 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, 2015 წელს მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაში ჩართული სპეციალისტების ნაწილს სერტიფიკატები გადაეცათ. 

„ამ სერტიფიკატების გადაცემით, გვსურს ხაზი გავუსვათ თქვენს მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც შეიტანეთ პროფესიული განათლების რეფორმის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე“, - განაცხადა ცენტრის დირექტორის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიის დროს. 

მსგავსი სერტიფიკატები პროცესში მონაწილე ყველა პირს ეტაპობრივად გადაეცემა.

მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შექმნაში ჩართულ სპეციალისტებს სერტიფიკატები გადაეცათ