12 ივნისს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის 2015 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში, მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების ხარისხის სამსახურებისა და პროგრამების განვითარებაზე პასუხისმგებელი პირებისათვის პროგრამების განვითარებისა და ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხებთან დაკავშირებული ტრენინგი ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში შემუშავებული მოდულური პროგრამების დანერგვის რეკომენდაციების პრეზენტაცია.
ტრენინგს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების 60-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.