FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 9 დეკემბერი 2025

2025 წლის 16 დეკემბერი,12:00 საათი 

 

დღის წესრიგი:

 

  1. ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;

  2. სსიპ - საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ავტორიზაციის პროცესში მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;

  3. შპს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ავტორიზაციის პროცესში მიღებული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე წარმოდგენილი ანგარიშის განხილვა;

  4. Შპს თავისუფალი უნივერსიტეტის მიმართ წარმოდგენილი საჩივრის/განაცხადის განხილვა;

 

საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.   
 
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.