23 და 24 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში MCA_G პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვთარებისათის“ მხარდაჭერით თემატური სამუშაო ჯგუფების - „ხარისხის მართვა პროფესიულ განათლებაში“ და „არაფორმალური განათლების აღიარება“ - შეხვედრები გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ხარისხის უზრუნველყოფის სიტუაციური ანალიზის პირველადი შედეგები, გააანალიზეს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშები და მიმოიხილეს დარგობრივი საბჭოების კონცეფციის დოკუმენტის პროგრესი.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს ETF-ის მიერ მომზადებული „არაფორმალური განათლების აღიარების პოლიტიკის დოკუმენტის“ რეკომენდაციები და ისაუბრეს არაფორმალური განათლების აღიარების კონცეფციის განხორციელების შესახებ.
თემატური სამუშაო ჯგუფების შეხვედრა, გეგმის მიხედვით, ყოველთვიურად გაიმართება.