FAQ

25 დეკემბერის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 18 დეკემბერი 2025

2025 წლის 25 დეკემბერი 11:00 საათი
 
დღის წესრიგი:


1. სსიპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის "ინფორმატიკის" სამაგისტრო და "ინფორმატიკის" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;  
2.    სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების" რუსულენოვანი საბაკალავრო და "ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიების" რუსულენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3.    სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "აგრარული ტექნოლოგიების", "აგრონომიის" და "მეცხოველეობის" საბაკალავრო, "აგრარული ტექნოლოგიების", "მეცხოველეობის", "სამკურნალო მცენარეებისა და მათი წარმოების" სამაგისტრო,  "აგრონომიის" და "მეცხოველეობის" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;  
4.    შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის "ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის" საბაკალავრო, "ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის" სამაგისტრო და "მევენახეობისა და მეღვინეობის" სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;  
5.    შპს ახალი უმაღლესი სასწავლებელი - ნიუუნის  "კომპიუტერული მეცნიერების"  საბაკალავრო  და ,,კომპიუტერული მეცნიერების" ინგლისურენოვანი  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;  
6.    შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ,,ჟურნალისტიკის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის „ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსთან“ და „სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით განხორციელებული არაგეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა.


საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.  
 
 
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით 

 

Join Zoom Meeting

https://us02web.zoom.us/j/83701293749?pwd=rMcB6vc9jhGENdqYhQ6zqdzxmtAsjP.1

 

Meeting ID: 837 0129 3749

Passcode: 955604