FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დოქტორანტთა ეროვნულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

19 დეკემბერი 2025

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ დოქტორანტთა ყოველწლიურ ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის მიზანია ისეთი პლატფორმის შექმნა, რომლის ფარგლებშიც დოქტორანტები შეძლებენ სხვადასხვა დარგში უახლესი კვლევების წარმოდგენასა და კვლევითი უნარების გაუმჯობესებას, განსხვავებული დისციპლინების წარმომადგენლებს შორის დიალოგსა და თანამშრომლობის ხელშეწყობას.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 10-მდე სხვადასხვა უნივერსიტეტის 50-ზე მეტმა დოქტორანტმა,  ადგილობრივმა და უცხოელმა მეცნიერებმა.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დოქტორანტთა ეროვნულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა