FAQ

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 19 დეკემბერი 2025

2025 წლის 26 დეკემბერი 11:00 საათი     
 
დღის წესრიგი:

 
1.    სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის "მევენახეობისა და მეღვინეობის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2.    შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი “ინფორმაციული სისტემები ავიაციაში” საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3.    სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „კომპიუტერული მეცნიერების“ ინგლისურენოვანი საბაკალავრო, „კომპიუტერული ინფორმაციული ტექნოლოგიების“ საბაკალავრო და „კომპიუტერული მოდელირების ტექნოლოგიები ბირთვული კვლევების ექსპერიმენტებისთვის“ ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
4.    შპს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს "ბიზნესის ადმინისტრირების" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული გეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
5.    შპს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუ-ს "ბიზნესის ადმინისტრირების" ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე განხორციელებული გეგმიური მონიტორინგის შედეგების განხილვა;
6.    შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის „საზოგადოებასთან ურთიერთობის“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ანგარიშის განხლვა

 

საბჭოს სხდომის ეფექტიანი ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.

 

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.