2025 წლის 27 დეკემბერი, 11:00 საათი
დღის წესრიგი:
1. სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების" საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა; ;
2. სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის "კომპიუტერული მეცნიერების" ინგლისურენოვანი საბაკალავრო და "კომპიუტერული მეცნიერების" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3. სსიპ -აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის "საწარმოო პროდუქციის ხარისხის მართვის და ტექნიკური ექსპერტიზის" საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
4. შპს კავკასიის უნივერსიტეტის და ნიუ ჯერსი სითი უნივერსიტეტის (აშშ) "კიბერუსაფრთხოების“ ერთობლივ ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა
5. შპს კავკასიის უნივერსიტეტის და ფერლი დიკინსონის უნივერსიტეტის (აშშ) "კომპიუტერული მეცნიერების" ერთობლივი ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის განხილვა
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.