FAQ

29 დეკემბრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 22 დეკემბერი 2025

2025 წლის 29 დეკემბერი 11:00 საათი

დღის წესრიგი:

1.    სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის "აგრარული ტექნოლოგიების" საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
2.    Სსიპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის "სურსათის ტექნოლოგიისა და უვნებლობის" საბაკალავრო,  "სურსათის (აგრონედლეული) ტექნოლოგიისა და კონტროლის“ საბაკალავრო, "სურსათის ტექნოლოგიისა და უვნებლობის“ სამაგისტრო, "სურსათის მეცნიერებისა და ტექნოლოგის“ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
3.    შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს "მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის" საბაკალავრო, "მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის" ინგლისურენოვანი საბაკალავრო, "ინფორმაციული ტექნოლოგიების"  საბაკალავრო, "ინფორმაციული ტექნოლოგიების" ინგლისურენოვანი  საბაკალავრო, "მონაცემთა მეცნიერების" სამაგისტრო, "მონაცემთა მეცნიერების" ინგლისურენოვანი სამაგისტრო, "ხელოვნური ინტელექტის" სამაგისტრო და "ხელოვნური ინტელექტის" ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა;
4.    სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "სატყეო საქმის" საბაკალავრო და სამაგისტრო და "მევენახეობისა და ენოლოგიის" საბაკალავრო და "მევენახეობისა და ენოლოგიის" ინგლისურენოვანი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერის აკრედიტაციის საკითხის განხილვა.
 
საბჭოს სხდომის ეფექტური ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.  
 
 
შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით .