განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, 2025 წლის განმავლობაში განხორციელდა შემდეგი ძირითადი აქტივობები:
ცენტრის ორგანიზაციული განვითარება:
- ცენტრმა დაინტერესებული მხარეების ფართო ჩართულობით შეიმუშავა 2026-2030 წლების სტრატეგია, ამასთან, შემუშავდა ორგანიზაციის 2026 წლის სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტები განიხილა და დაამტკიცა ცენტრის საკოორდინაციო საბჭომ.
- მომზადდა ადამიანური რესურსების მართვის კონცეფცია, რომელიც მყარ საფუძველს წარმოადგენს ადამიანური რესურსების მართვის მექანიზმების გაუმჯობესებისთვის.
- შეიქმნა შრომის უსაფრთხოების სახელმძღვანელო.
- განხორციელდა ცენტრის სერვისების მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა შემდეგი 6 მიმართულებით:
- ცენტრის დაარსების 15 წლის იუბილესთან და საქართველოს ბოლონიის პროცესთან მიერთების 20 წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს - საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, მინისტრის მოადგილეებმა და სამინისტროს თანამშრომლებმა, უმაღლესი, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების წარმომადგენლებმა, ავტორიზაციის, აკრედიტაციისა და სააპელაციო საბჭოების წევრებმა, ასევე, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR), სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME), ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის, (EUA) ევროპის სტუდენტთა ასოციაციის (ESU), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების მიმართულებით ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ქსელისა (CEENQA) და ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) ხელმძღვანელებმა, განათლების სფეროს ადგილობრივმა და საერთაშორისო ექსპერტებმა.
ცენტრის ინტერნაციონალიზაცია:
- 2025 წელს ცენტრმა მუშაობა დაასრულა EQAR-ში რეგისტრაციის განახლებისთვის საჭირო ცვლილებებზე. ENQA-ს ექსპერტების შეფასებების გათვალისწინებით, ცენტრმა
- განახორციელა თვითშეფასების პროცესი. თვითშეფასების მიზანს წარმოადგენდა ENQA-ს მიერ განხორციელებული შეფასებების ანალიზი, სისტემური გაუმჯობესებისთვის სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ხარისხის უზრუნველყოფის კულტურის განმტკიცება. თვითშეფასების პროცესის შედეგად, ცენტრის, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებში მომზადდა ცვლილებების შეტანის პაკეტი, რომელიც დამტკიცდა 2025 წლის მე-4 კვარტალში.
- ცენტრი აქტიურად აგრძელებდა მონაწილეობას ბოლონიის, როგორც თემატურ, ასევე, სამუშაო ჯგუფებში: კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატური სამუშაო ჯგუფი (TPG A on QF); ლისაბონის აღიარების კონვენციის თემატური ჯგუფი (TPG B on LRC); ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფი (TPG C on QA); სოციალური განზომილების თემატური ჯგუფი (TPG D on SD); ინტერნაციონალიზაციისა და მობილობის სამუშაო ჯგუფი.
- მომზადდა Erasmus+ TST2 project-ის ფარგლებში შემუშავებული Enic საქართველოს თვითშეფასებისა და რეკომენდაციების ანალიზის დოკუმენტი.
- ცენტრი გაწევრიანდა განათლების აღიარების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციაში - საგანმანათლებლო დოკუმენტების/განათლების შედეგების შემფასებელ პროფესიონალთა საერთაშორისო ასოციაციაში (TAICEP - The Association for International Credential Evaluation Professionals).
- ცენტრმა გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები უნგრეთის აკრედიტაციის კომიტეტთან (MAB), იტალიის უნივერსიტეტებისა და კვლევის შეფასების ეროვნულ სააგენტოსთან (ANVUR).
- ცენტრმა უმასპინძლა ევროპის განათლების ეროვნული და რეგიონული ინსპექტირების ასოციაციის (SICI) რიგით 27-ე საერთაშორისო სემინარს, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ევროპის 14 ქვეყნის 23-მა წარმომადგენელმა.
კვალიფიკაციების განვითარება:
- ცენტრი აქტიურად ახორციელებდა საქართველოს ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა და სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ევროპულ კვალიფიკაციების ჩარჩოსთან რეფერენსირებისა და თვითსერტიფიცირების პროცესებს.
- შემუშავდა და დამტკიცდა 7 უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი, ხოლო განახლდა 10 დოკუმენტი. 2025 წლის მდგომარეობით, ჯამში 100 უმაღლესი დარგობრივი მახასიათებელია შემუშავებული ან/და განახლებული.
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა:
- 2025 წელს განმეორებითი ავტორიზაცია გაიარა 13-მა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ.
- განხორციელდა - განათლების, გარემოს, ინფორმაციული ტექნოლოგიების და აგრარული მეცნიერებების სფეროების კლასტერული აკრედიტაციის პროცესი (200 - მდე საგანმანათლებლო პროგრამა). მნიშვნელოვანია, რომ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება განახლებული სტანდარტებისა და კრიტერიუმების პირობებში განხორციელდა. შეფასების ფარგლებში შეფასდა სხვადასხვა სფეროს 14 სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა.
- დასრულდა განათლების, გარემოს, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, წარმოება და გადამუშავების, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, ვეტერინარიის, ტრანსპორტის მომსახურების მიმართულებით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა ატესტაცია.
- ENQA-ს რეკომენდაციების საფუძველზე, განხორციელდა ცვლილებები საკოორდინაციო საბჭოს როლის გაზრდის, ავტორიზაციის/აკრედიტაციის/სააპელაციო საბჭოს წევრთა შერჩევის, ეთიკის საკითხების დაცვის მექანიზმების მიმართულებით, რამაც ხელი შეუწყო გადაწყვეტილების მიღების პროცესების გამჭვირვალობასა და სამართლიანობას.
- დამტკიცდა „დისტანციურად ან ნახევრად დისტანციური ფორმით განხორციელებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესის წესი და პირობები“. დოკუმენტი უზრუნველყოფს შეფასების პროცესის უწყვეტობას განსაკუთრებულ გარემოებებში და ზრდის სისტემის მოქნილობასა და ტექნოლოგიურ ინტეგრაციას.
- განახლდა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებები, რაც მიზნად ისახავდა გარე ხარისხის უზრუნველყოფის კრიტერიუმების უფრო მკაფიოდ განსაზღვრასა და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომების განმტკიცებას.
პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფა:
- დასრულებულია ავტორიზაცია/რეავტორიზაციის/პროფესიული პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭების/ზღვრული რაოდენობის გაზრდის/ფართის ცვლილების 151 ადმინისტრაციული წარმოება, მათ შორის: 30 კოლეჯის ავტორიზაცია/რეავტორიზაცია; 2 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის პროფესიული პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭება.
- 2025 წლის განმავლობაში, სისტემას დაემატა პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების 130 პროგრამა, აქედან 88 - უფლების მოპოვებით. დღეისათვის სისტემაში ხელმისაწვდომია პროფესიული მომზადების/ პროფესიული გადამზადების 600 პროგრამა. პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამებს ახორციელებს 74 საგანმანათლებლო დაწესებულება და 68 იურიდიული პირი.
- განხორციელდა EQAVET-ის ინდიკატორების საავტორიზაციო სტანდარტებში ინტეგრაციის შედეგების შეფასება.
- 4 საჯარო სკოლაში დაინერგა პროფესიული მომზადება/გადამზადების 4 პროგრამა.
- 64 საჯარო სკოლაში დაინერგა 64 ინტეგრირებული პროგრამა - ამ მიმართულებით ცენტრმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გამოუყო მხარდამჭერი ექსპერტები.
- 2 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაინერგა 5 ინტეგრირებული პროგრამა.
- პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განმახორციელებელი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების/იურიდიული პირებისა და საბჭოს შესაძლებლობების გაძლიერებასთან დაკავშირებით ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით ჩატარდა ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები.
- გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა ელექტრონულ სისტემაში 360-გრადუსიანი თვითშეფასების პილოტირების შედეგების ანალიზი (64 დაწესებულება).
ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა:
- 2025 წელს 109 საჯარო და 8 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ გაიარა ავტორიზაცია (მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი). ჯამში, სულ 574 საჯარო და 206 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა ავტორიზებული.
- თვითშეფასებისა და საავტორიზაციო განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებით საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ჩატარდა მხარდამჭერი ღონისძიებები.
- ავტორიზებული კერძო და საჯარო სკოლების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით ჩატარდა ტრენინგები/მხარდამჭერი ღონისძიებები.
- ჩატარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებისა და ავტორიზაციის საბჭოს წევრების შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები.
- შემუშავდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფა:
- პირველად 2025 წელს 121 ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მაძიებელმა დაწესებულებამ ცენტრში შემოიტანა საავტორიზაციო განაცხადი. დღეის მდგომარეობით 102 საჯარო და 1 კერძო დაწესებულებაა ავტორიზებული.
- დამტკიცდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს განახლებული შემადგენლობა, რომლებსაც შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჩაუტარდათ ტრენინგები.
- 2026-2029 წლების ავტორიზაციის პროცესის განრიგით გათვალისწინებულ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებს ჩაუტარდათ ტრენინგები სანიტარია-ჰიგიენის, კვების და კურიკულუმის მიმართულებით (ავტორიზაციის II და IV სტანდარტი).
ცენტრში არსებული საგანმანათლებლო სერვისების განვითარება:
- დაინერგა აპოსტილით დამოწმება/ლეგალიზაციის სერვისზე დაჩქარებული მომსახურება.
- საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დაინერგა ცენტრში უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე განცხადების ელექტრონულად შემოტანის მექანიზმი.
- უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესში შევიდა ცვლილებები, პროცედურა გახდა უფრო მოქნილი და ეფექტური.
- დაინერგა ცენტრის მიერ ფიზიკური პირებისთვის გაწეულ მომსახურებებზე საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების/შეღავათით სარგებლობის განახლებული პოლიტიკა.
- უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების თაობაზე მიღებულია - 23 734 გადაწყვეტილება.
- ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გარეშე სწავლების უფლება მიენიჭა - 20 028 აპლიკანტს.
- უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის შესახებ მომზადდა - 1 154 ცნობა.
- საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების საკითხის თაობაზე მიღებულია - 4 291 გადაწყვეტილება.
- ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების საკითხის თაობაზე მიღებულია - 11 გადაწყვეტილება.
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების მიერ მიღებული განათლების აღიარების საკითხის თაობაზე მიღებულია - 22 გადაწყვეტილება.
- ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარების საკითხის თაობაზე მიღებულია - 344 გადაწყვეტილება.
- მომზადდა ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობა შეწყვეტილ დაწესებულებაში მიღებული უმაღლესი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი - 75 დიპლომი.
- ენობრივი სისწორის თვალსაზრისით, ცენტრის მიერ დამუშავდა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის - 143 პროექტი.