FAQ

სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს XIII სხდომა გაიმართება

13 იანვარი 2026

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 22 იანვარს, 14:00 საათზე,  სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს XIII სხდომა გაიმართება.   

სხდომის ფარგლებში, საბჭო იმსჯელებს სამედიცინო ფიზიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტზე.

სხდომა  ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება.

ფიზიკური დასწრების შემთხვევაში გთხოვთ, მობრძანდეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, მე-4 სართულის საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: მერაბ ალექსიძის ქუჩა, მეორე შესახვევი N2). 

დისტანციური ჩართვისთვის გამოიყენეთ შემდეგი ბმული:https://us02web.zoom.us/j/89603724065?pwd=bZa6PoFk7UEWuALFScJxNZn77xbHRu.1