განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 15 იანვარს, ბავშვის უფლებების უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს IV სხდომა გაიმართა.
მოცემულ სხდომაზე საბჭომ ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო გადაწყვეტილება ბავშვის უფლებების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვის სხდომაზე გატანასთან დაკავშირებით.
დეტალური ინფორმაცია საჯარო განხილვის სხდომის შესახებ იხილეთ მოცემულ ბმულზე: https://shorturl.at/cq3Pr