FAQ

ენის დაუფლების  განახლებული დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვის სხდომა გაიმართა

20 იანვარი 2026

მიმდინარე წლის 20 იანვარს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ენის დაუფლების უმაღლესი განათლების განახლებული დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვის სხდომა. საბჭომ იმსჯელა დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილი წინადადებების თაობაზე. რამდენადაც დოკუმენტში საჯარო განხილვის სხდომაზე არ შესულა არსებითი ხასიათის ცვლილებები, საბჭომ  კენჭი უყარა დარგობრივი მახასიათებლის ცენტრის დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენას, რომელსაც დამსწრე წევრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.