მიმდინარე წლის 20 იანვარს, ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ენის დაუფლების უმაღლესი განათლების განახლებული დარგობრივი მახასიათებლის საჯარო განხილვის სხდომა. საბჭომ იმსჯელა დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წარმოდგენილი წინადადებების თაობაზე. რამდენადაც დოკუმენტში საჯარო განხილვის სხდომაზე არ შესულა არსებითი ხასიათის ცვლილებები, საბჭომ კენჭი უყარა დარგობრივი მახასიათებლის ცენტრის დირექტორისთვის დასამტკიცებლად წარდგენას, რომელსაც დამსწრე წევრების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.