FAQ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით Erasmus+ პროექტის ფარგლებში ტრენინგი გაიმართა

21 იანვარი 2026

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, Erasmus+ პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე: „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“.

 

ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების კომპონენტების გაძლიერება, ასევე სადოქტორო პროგრამების შეფასების თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული ტენდენციების განხილვა. 

 

მონაწილეებმა ტრენინგის ფარგლებში განიხილეს:


•    კვლევის ეთიკა და აკადემიური კეთილსინდისიერება - ძირითადი გამოწვევები სწავლებასა და კვლევაში;
•    სადოქტორო პროგრამების შეფასების მიდგომები და უნივერსიტეტების პრაქტიკული გამოცდილება;
•    ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული სააგენტოების გამოცდილება სადოქტორო პროგრამების შეფასების კუთხით;
•    სადოქტორო განათლება და თანამედროვე ევროპული ტენდენციები.

 

შეხვედრა მოიცავდა, როგორც პრეზენტაციებს, ასევე დისკუსიას და ინტერაქტიულ აქტივობებს, კითხვა-პასუხის სესიას და მონაწილეთა შეფასებას. 
 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით Erasmus+ პროექტის ფარგლებში ტრენინგი გაიმართა