პირველ ივლისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, თამარ ზაალიშვილის ინიციატივით შეხვედრა გაიმართა ცენტრის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებმა წარმოადგინეს და განიხილეს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის SWOT ანალიზის პირველადი შედეგები.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ცენტრის სტრუქტურული ერთეულების ჩართულობის გაზრდას განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ანალიზისა და მუდმივი გაუმჯობესების პროცესში. თამარ ზაალიშვილმა აღნიშნა, რომ სისტემის საერთო ანალიზისა და ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბების პირველ ნაბიჯს ცენტრის შიდა სტრუქტურული ერთეულების ჩართულობით შემუშავებული სამოქმედო გეგმა წარმოადგენს. პროცესი ყველა დაინტერესებული მხარის აქტიური მონაწილეობით გაგრძელდება.