FAQ

16 თებერვლის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომა

განცხადების ატვირთვის თარიღი: 2 თებერვალი 2026

2026 წლის 16 თებერვალი 12:00 საათი    
 
დღის წესრიგი:

 
1.    Სსიპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
2.    Სსიპ - შოთა მესხიას სახელობის Ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ ავტორიზაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის საკითხის განხილვა;  
3.    სსიპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მიმართ ავტორიზაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის საკითხის განხილვა;
4.    Შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიმართ ავტორიზაციის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშის საკითხის განხილვა;

 
საბჭოს სხდომის ეფექტიანი ორგანიზებისა და შეფასების პროცესში ჩართული მხარეებისათვის მოქნილი სამუშაო პირობების შეთავაზების მიზნით, საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, რისთვისაც ცენტრის მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება ონლაინ ჩართვა Zoom-ის აპლიკაციის მეშვეობით. სხდომის დაწყებამდე ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება Zoom-ის ბმული, საიდანაც ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს, ჩაერთოს სხდომას ონლაინ რეჟიმში.

შენიშვნა: საკითხების განხილვა მიმდინარეობს თანმიმდევრობით. შესაბამისად, მხარეების გამოცხადება მიზანშეწონილია რიგითობის გათვალისწინებით.